Saturday, August 6, 2011

კოროზია


Add caption
პროექტის სახელწოდება: კოროზია

პროექტის მთავარი იდეა (თემა): ჩაატარონ ექსპერიმენტი–ცდები კოროზიის ხელშემწყობი პირობების გამოსავლენად. შეისწავლონ კოროზია, როგორც ჟანგვის პროცესი, მოიძიონ ინფორმაციები კოროზიისგან მიღებულ პრობლემებზე და დასახონ გზები ამ პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტის აქტუალობა: თემა აქტუალურია, ვინაიდან კოროზიას დიდი ზიანი მოაქვს, რადგან მისი მიზეზით იშლება და მწყობრიდან გამოდის არა მხოლოდ პატარ–პატარა საგნები, არამედ რკინის და ფოლადის დიდი კონსტრუქციები, რასაც შესაძლოა შენობების და ხიდების ნგრევა მოჰყვეს.
პროექტის მიზნები: ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემდეგი უნარების გამოვლენასა და განვითარებას:ცდის ჩატარება, ცდის შედეგების ანალიზი,დასკვნის გამოტანის უნარი, საჭირო ინფორმაციების დამოუკიდებლად მოძიების უნარი, ცოდნის განზოგადების უნარი.
მონაწილეთა ასაკი: 13–16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.
მოსალოდნელიშედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაცია სოფლის მოსახლეობისთვის, ბროშურა.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ცდისთვის დასჭირდებათ: 5 სინჯარა, 5 რკინის ლურსმანი,სპილენძის მავთული, თუთიის ფირფიტა, წყალი, სუფრის მარილი, ნატრიუმის ტუტის ხსნარი, 5 ქიმიური ჭიქა, ჟანგბადი–სადემონსტრაციო ცდისთვის,თაბახის  ფურცლები , კომპიუტერი, პრინტერი
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები ჩაატარებენ შემდეგი სახის ცდებს:აიღებენ 5 სინჯარას, პირველ, მეორე და მეხუთე სინჯარაში უნდა ჩაუშვან მხოლოდ  რკინის ლურსმანი, მესამეში რკინის ლურსმანი, რომელსაც მიმაგრებული აქვს სპილენძის მავთული, მეოთხეში კი რკინის ლურსმანი, რომელსაც მიმაგრებული აქვს თუთიის ფირფიტა. პირველი სინჯარა ბოლომდე გავსებულია წყლით, მომდევნო სამი კი–სუფრის მარილის ხსნარით. მეხუთეში სუფრის მარილის ხსნართან ერთად ჩასხმულია ნატრიუმის ტუტის ხსნარი. ხუთივე სინჯარა ჩაპირქვავებულია ცალ–ცალკე ჭურჭელში, რომელთაგან თითოეულში წინასწარაა ჩასხმული ის სითხე , რომელიც მოცემულ სინჯარაშია, თითოეული სინჯარიდან სითხე გამოძევებულია ჟანგბადით. ცდები უნდა გამზადდეს ორი დღით ადრე დემონსტრაციამდე. მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა გამოიტანონ დასკვნა:მეტალის კოროზია ძლიერდება, თუ იგი ეხება ნაკლებად აქტიურ მეტალს. მეტალის კოროზია მცირდება, თუ იგი ეხება უფრო აქტიურ მეტალს. კოროზიას ამცირებს ინჰიბიტორი. ზოგიერთი მეტალის ოქსიდის ფენა იცავს  მეტალს შემდგომი  დაჟანგვისაგან. მოახდენენ ამ ცდების პრეზენტაციას სოფლის მოსახლეობისთვის. მოიძიებენ კოროზიისგან დაზიანებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს. ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციას და სურათებს. დასახავენ გზებს  კოროზიისგან თავის დასაცავად.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ხელოვნება. ისტორია
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ხათუნა კობახიძე.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:   xkobaxidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: xkobaxidze.blogspot.com